QronikaPlus
რასმუსენი კიევიდან მოსკოვში არ გაემგზავრება

რასმუსენი კიევიდან მოსკოვში არ გაემგზავრება

2014-08-06 10:52:33

ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფორგ რასმუსენი კიევში ვიზიტის შემდეგ, რომელიც უელსის სამიტამდე ზუსტად ერთი თვით ადრე 7აგვისტოსაა დაგეგმილი, რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებას არ გეგმავს. იუწყება «Интерфакс» - კიევში ალიანსის გენ მდივანი უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს და ქვეყნის ხელისუფლებასთან ნატოს და უკრაინის სამომავლო ურთიერთობებზე კონსულტაციებს გამართავს. რამოდენიმე დღით ადრე რასმუსენმა კრემლის პოლიტიკას ბურუსით მოცული სახიფათო თამაში უწოდა და დასავლეთს პუტინის ,,ტკბილი“ განმარტებებისათვის უნდობლობის გამოცხადებისაკენ მოუწოდა.

გაზიარება