QronikaPlus
გიორგი კუბლაშვილი - ტრამპის ინტერესები დღეს ემთხვევა უკრაინის ინტერესებს, მაგრამ ხვალ შეიძლება შეიცვალოს

გიორგი კუბლაშვილი - ტრამპის ინტერესები დღეს ემთხვევა უკრაინის ინტერესებს, მაგრამ ხვალ შეიძლება შეიცვალოს

2025-11-14 10:23:55

მიხეილ ხაჩიძე

 

უკრაინის ფრონტზე მდგომარეობა კვლავ უკიდურესად დაძაბულია _ რუსული არმია ცდილობს ზამთრის წინ მოიპოვოს ტაქტიკური უპირატესობა, ხოლო კიევი იბრძვის თითოეული მეტრისთვის აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით. ბოლო კვირებში გაზრდილია შეტაკებები დნიპროს მარცხენა სანაპიროზე, ასევე ხერსონისა და დონეცკის მიდამოებში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებმა შეძლეს რუსეთის არტილერიული უპირატესობის შეკავება, მძიმე იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის დეფიციტი ისევ აშკარაა.

 

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარალელურად ცდილობს ახალი დიპლომატიური არხების გააქტიურებას. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ მისი ბოლო შეხვედრა დონალდ ტრამპთან გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში _ შეხვედრა, რომელმაც ბევრ ანალიტიკოსში ოპტიმიზმი, თუმცა სიფრთხილეც გამოიწვია.

 

გიორგი კუბლაშვილი: „ტრამპი არის ექსცენტრიკული ადამიანი, რომელიც მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე

 

დიპლომატი გიგი კუბლაშვილი ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრას დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ტრამპის პოლიტიკურ ბუნებაში ყოველთვის არსებობს მოულოდნელობის ელემენტი:

ტრამპი არის ექსცენტრიკული ადამიანი, რომელიც მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. კარგია, რომ ეს ინტერესები დღეს ემთხვევა უკრაინისა და ევროპული სამყაროს ინტერესებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ეს მიდგომები არ გადაიხედება“, _ აღნიშნავს კუბლაშვილიქრონიკა+“-თან.

მისივე თქმით, კიევის მხარდაჭერის გამყარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი და ევროპული ლიდერშიფი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაახლოვდეს კიევისა და ვაშინგტონის პოზიციები.

ტრამპი გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონგრესისა და სენატის როლს. მას ხშირად ჰგონია, რომ პოლიტიკა ბიზნესის მსგავსად სწრაფად მოგვარებადია, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის“, _ ამბობს დიპლომატი.

 

უკრაინის მთავარი გამოწვევა _ შეიარაღებისა და ფინანსური რესურსის დეფიციტი

 

კუბლაშვილის შეფასებით, ფრონტზე უკრაინის ყველაზე სუსტი წერტილი სწორედ ტექნიკური და მატერიალური რესურსების სიმცირეა:

აშშ დღეს უკრაინას პირდაპირ არ აწვდის იარაღს _ ის ყიდის ნატოს წევრებზე და შემდეგ ევროპა გადასცემს ამ იარაღს კიევს. შედეგად, დახმარების რაოდენობა და სისწრაფე არასაკმარისია“, — ამბობს ის.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა იბრძვის გმირულად და ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერით, ამ ეტაპზე რადიკალური გარღვევის პოტენციალი შეზღუდულია.

დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, როცა დახმარება იქნება ძალიან ძლიერი, რაც უკრაინას მისცემს საშუალებას, რეალურად გარდატეხოს სიტუაცია ფრონტზე“, _ დასძენს კუბლაშვილი.

 

ევროპა იღვიძებს, საქართველო კი ჩრდილშია

 

დიპლომატი აღნიშნავს, რომ ევროპაში უკვე შეიმჩნევა პოლიტიკური გამოცოცხლება და ერთიანობის ტენდენცია, რაც პოზიტიური სიგნალია:

ევროპული პოლიტიკის გამოცოცხლება აშკარაა. ვისურვებდი, რომ ტემპები უფრო მაღალი ყოფილიყოს, მაგრამ რაც მთავარიაერთიანობისა და გამოღვიძების პროცესი დაიწყო“, _ აცხადებს ის.

თუმცა, კუბლაშვილის თქმით, საქართველო საერთაშორისო არენაზე საერთოდ არ ჩანს _ და ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხეა ქვეყნის მომავლისთვის.

საქართველო, სამწუხაროდ, ან საერთოდ არ ჩანს, ან მხოლოდ ისეთი ქვეყნების გვერდით მოიხსენიება, როგორებიც არიან რუსეთი, ირანი, ბელარუსი და ვენესუელა _ ავტოკრატიული მმართველობის ქვეყნები. ეს სრული კატასტროფაა ჩვენთვის, რადგან დასავლეთის გარეშე ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემაც კრიზისში აღმოჩნდება“, _ ამბობს კუბლაშვილი.

 

ფრონტის ხაზი და დიპლომატია

 

უკრაინის ბრძოლის ხაზი დღეს მხოლოდ სამხედრო არენაზე არ გადის _ დიპლომატიური ფრონტიც არანაკლებ გადამწყვეტია. ზელენსკის აქტიურობა ტრამპთან და დასავლურ ფორუმებზე აჩვენებს, რომ კიევი მზადაა იმოქმედოს ყველა შესაძლო არხით. თუმცა, როგორც დიპლომატი გიორგი კუბლაშვილი აღნიშნავს, რეალური გადატეხა მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა მხარდაჭერა იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების, არამედ მასშტაბური სამხედრო და ეკონომიკური ნაბიჯების დონეზე.

ამ დროისთვის, უკრაინის გმირული წინააღმდეგობა კვლავ მსოფლიო დემოკრატიების სიმტკიცის ტესტად რჩება _ და ტესტია არა მხოლოდ მათთვის, რომლებიც ფრონტზე იბრძვიან, არამედ იმათთვისაც, რომლებიც კულუარებში არეგულირებენ ომის ბალანსს.

უკრაინის ომმა ახალი, განსაკუთრებული ფაზა შეიძინა, როცა სამხედრო ოპერაციები, დიპლომატიური მოლაპარაკებები და დიდი პოლიტიკა ერთ დიდ სცენად გადაიქცა. ფრონტის ხაზიდან ნიუ-იორკის გაეროს ტრიბუნამდე უკრაინა დღეს იბრძვის არა მხოლოდ თავისი ტერიტორიისთვის, არამედ საერთაშორისო მხარდაჭერის შესანარჩუნებლადაც.

 

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ზელენსკის გამოსვლა იყო მკვეთრი და ემოციური:

თუ დღეს მსოფლიო დაღალა ომმა, რუსეთი ამას გამარჯვებად ჩათვლის. ჩვენ არ გვაქვს დაღლის უფლება“.

 

გაეროში ზელენსკიმ არა მხოლოდ პუტინზე, არამედდამნაშავე გულგრილობაზეილაპარაკა _ დასავლურ ქვეყნებზე, რომლებიც ჯერ კიდევ განიხილავენ, ღირს თუ არა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ისე, რომ რუსეთიარ გაღიზიანდეს“.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი მიმართვა დასავლეთისადმი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა უკრაინამ ჯერ ვერ მიიღო საკმარისიპეტრიოტისსისტემები და მძიმე ავიაცია, რომელთა შესახებ დაპირებები ჯერ კიდევ გაზაფხულზე გაიცა.

გაეროს შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ზელენსკიმ დახურული შეხვედრა გამართა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან _ პირველი ასეთი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ტრამპი დაბრუნდა თეთრ სახლში.

ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომუკრაინამ უკვე დაამტკიცა თავისი გამძლეობადა პირველად აღიარა, რომპუტინი არ შეჩერდება, თუ არ შეაჩერებენ“. ეს რიტორიკა მკვეთრად განსხვავდებოდა მისი 2023-2024 წლების პოზიციისგან, როცა იგი საუბრობდა უკრაინისკომპრომისზე“.

თუმცა როგორც Newsweek wers- წერს, მოლაპარაკებების კულუარებში ტრამპის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს სამშვიდობო გეგმის ვარიანტს, რომელიც უკრაინისთვისნაწილობრივი ტერიტორიული დათმობისფასად შესაძლოა წარმოაჩინონ. ეს საკითხი კი თავად ზელენსკისთვის პოლიტიკურ ტაბუდ რჩება.

 

უკრაინის პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა:

არასოდეს ვიფიქრებ მიწის სანაცვლოდ მშვიდობაზე. ვინც ამას სთავაზობს უკრაინას, სინამდვილეში რუსეთს სთავაზობს ახალ ომს“.

 

ტრამპისა და ზელენსკის ურთიერთობაში მაინც ჩანს პრაგმატული ხაზი _ ამერიკის კონგრესის ახალი გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინას დამატებით გამოეყო 25 მილიარდი დოლარის სამხედრო დაეხმარების პაკეტი, რომლის დიდი ნაწილი უკვე მიმართულია დრონების შესყიდვებსა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე.

 

ზელენსკიმ კი იგივე ტრიბუნიდან ევროპას უთხრა:

თუ დღეს თქვენ არ შეაჩერებთ რუსეთს, ხვალ ის თქვენს ქალაქებში მოვა. ჩვენ მხოლოდ თქვენი თავდაცვის ხაზი ვართ“.

 

გაეროს კულუარებში უკრაინის დელეგაციამ მოახერხა ახალი მხარდამჭერი რეზოლუციის ჩაწერა _ ტექსტში ხაზგასმულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო დანაშაულთა გამოძიების აუცილებლობა.

ეს იყო მნიშვნელოვანი სიმბოლური გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციას რუსეთისა და ჩინეთის ბლოკი არ შეუერთდა.

რაც შეეხება თავად ფრონტის ხაზს, დონეცკის მხარეში, პოკროვსკის მიმართულებით, რუსული ძალები აგრძელებენ შეტევას. მათი მიზანი მარტივია: მცირე ტაქტიკური წარმატება, რომელიც კრემლს საშუალებას მისცემს, ფაქტი შიდა პროპაგანდისთვის გამარჯვებად წარმოაჩინოს.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა ბოლო კვირებში ფრონტზე დაახლოებით 10 კილომეტრით წინ წაიწია. მიუხედავად ამისა, უკრაინის არმია კვლავ ინარჩუნებს კონტროლს ძირითად პოზიციებზე და ახერხებს რუსული ბატალიონების შეჩერებას დრონებისა და მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით.

BBC-ისა და Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშები ადასტურებს, რომ რუსეთი ცდილობს, მცირე ტაქტიკური წარმატებით სტრატეგიულად შეცვალოს ფსიქოლოგიური ბალანსი. „პუტინი ცდილობს შექმნას ილუზია, რომ რუსეთი ომს იგებს, მაშინაც კი, როცა რეალურად ვერ ახერხებს უკრაინის ხაზის გარღვევას“, _ წერია ანგარიშში.

ფრონტის სხვა მიმართულებებზე _ განსაკუთრებით ზაპოროჟიესა და ხერსონში _ სიტუაცია შედარებით სტაბილურია, თუმცა არტილერიული ცეცხლი თითქმის უწყვეტად გრძელდება. უკრაინული დაზვერვა ამბობს, რომ რუსეთს აქვს რესურსი კიდევ ერთი ზამთრის შეტევისთვის, მაგრამ უკვე ნაკლები მობილიზაციის უნარი.

თუკი დასავლეთი კვლავ შეინარჩუნებს მტკიცე ერთობას, უკრაინას აქვს შანსი არა მხოლოდ გადარჩეს, არამედ დაამტკიცოს, რომ თავისუფლების დაცვა _ ეს მხოლოდ პოლიტიკური სიტყვა კი არა, ისტორიული ვალდებულებაა.

 

გაზიარება